суббота, 16 июля 2011 г.

პროექტი

თემა:  ჩემი  სოფლის  გულისცემა
იდეა- მოსწავლეები   მოიძიებენ  ინფორმაციებს  თავიანთი  სოფლის  შესახებ,  უფრო   კარგად  გაიცნობენ  სოფლის  წარმოშობის  ისტორიას, ღირსშესანიშნავ  ადგილებს,  ბუნებას,მღვიმეებს,  მდინარეებს,  გვარების  წარმოშობას და  თქმულებებს.
აქტუალობა      ჯგუფური  მუშაობა,  დისკუსიები,  შეისწავლიან  თავიანთი  სოფლის  ისტორიას, აიღებენ  ინტერვიუს,  როგორც  სოფლის  უხუცესი  ადამიანებიდან,  ისე  სოფლის  ღვაწლმოსილი  პიროვნებებისაგან.  მოაწყობენ   ლაშქრობებს  ბუნების  წიაღში.გაეცნობიან  სოფლის  მდინარეებს,მღვიმეებს  და  არქიტექტურულ   ძეგლებს.  გადაიღებენ  ფოტო და  ვიდეო  მასალებს  და  განათავსებენ  ინტერნეტში.  დახატავენ  სოფლის  ბუნებას  და  გააკეთებენ  ჩანახატებს.

მიზანი-- მეტი  გაიგონ  საკუთარი  სოფლის  შესახებ.
მონაწილეთა  ასაკი–V-VI-VII კლასები
ვადები  ხანგრძლივობა –2 თვე


სამუშაო  ენა –– ქართული

მოსალოდნელი  შედეგები–              მოსწავლეები  ისწავლიან  ჯგუფურ   მუშაობას  და  ურთიერთთანამშრომლობას,  ურთიერთპატივისცემას.  გამოიმუშავებენ  კვლევაძიების
უნარ –ჩვევებს.თავიანთი  სოფლის  გაცნობა ვებ–ბლოგის  საშუალებით.

რესურსები–     ინტერნეტის  გამოყენება,  ბიბლიოთეკა,  ენციკლოპედია.  მოიძიონ  ის  რესურსები,  რაც  ლაშქრობისდროს  გამოადგებათ.
საგნებთან  კავშირი ––     გეოგრაფია –გაეცნობიან  სოფლის  გეოგრაფიულ  მდებარეობას.
ისტორია ––შეისწავლიან  თავიანთი სოფლის  ისტორიას,  მოიძიებენ  არქიტექტურულ  ძეგლებზე ინფორმაციებს.
ხელოვნება –– გაეცნობიან  ხალხში  გაბნეულ  ხელოვნების  ნიმუშებს.
მუსიკა –– ჩაიწერენ  ხალხურ  სიმღერებს.
ისტ –– თავიანთ  ბლოგზე  განათავსებენ  ინფორმაციას. Power pointis - ის საშუალებით  აწყობენ  სლაიდებს.
წინასწარი  ცოდნა –– იციან  სოფლის  დასახელება. იცნობენ  სოფლის  ცნობილ ადამიანებს.  იციან სოფლის   ღირსშესანიშნაობები,  მდინარეები,  მღვიმეები,  აგრეთვე  სოფლის  მოსახლეობის  ყოფაცხოვრების  შესახებ.
ცნობები  ჩვენი  სოფლის  შესახებ– ბერეთისა

პროექტის  მსვლელობა ––  მოსწავლეები  იყოფიან  ჯგუფებად . თითოეულ  ჯგუფს  ჰყავთ  ლიდერი.  ჰყვებიან  სოფლის  წარმოშობის  ისტორიას,  განიხილავენ  სოფლის  ისტორიულ
წარსულს,  წარმოაჩენენ  დღევანდელი  მოსახლეობის  ყოფაცხოვრებას  და  შეადარებენ   წარსულს  დღევანდელობასთან.  გაიმართება  დისკუსია  – რატომ  ცარიელდება  სოფელი?
ფეხით  შემოივლიან  სოფლის  ყველა  ადგილს  ,გადაიღებენ  ფოტოებს,  დახატავენ  ბუნების  პეიზაჟებს   და   გააკეთებენ  ჩანახატებს.  გაუზიარებენ ერთმანეთს  აზრებს.
მოაწყობენ  ფოტოგამოფენას,  თავიანთი  ნახატების  გამოფენას. შეაჯამებენ  შეძენილ  ცოდნას.
ბოლოს  მოსწავლეებს  შევაფასების   რუბრიკით.
ფალსილიტატორი:დოდო  კვიჟინაძე